კალაძის დაგულების იძულება - მერიის მაღალჩინოსანი მიმოწერას მალავს
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორი თავის მართლების რეჟიმშია.
გიორგი კობიაშვილი ამტკიცებს, რომ კახი კალაძის განცხადებების იძულებით მოწონებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია "სიცრუეა", თუმცა "პირველების" თხოვნაზე, საჯარო გახადოს მიმოწერები, კატეგორიულ უარს ამბობს.
"ასეთი რაღაცები არ ხდება" - უთხრა კობიაშვილმა დღეს "TV პირველს".
არავინ არ ავალდებულებს... ეს ვისი დაწერილია, არ ვიცი. არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ რაიმე დაგიმტკიცოთ. მე გიდასტურებთ, რომ ასეთი რაღაცები არ ხდება", - ამბობს გიორგი კობიაშვილი.
საჯარო მოხელეების ამბოხება - "პირველების" ინფორმაციით, ცოტახნის წინ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორი, გიორგი კობიაშვილი და უწყებაში დასაქმებულები, რომლებიც სხვადასხვა პოსტების იძულებით გაზიარებასა და მოწონებას აპროტესტებდნენ.
"პირველებს" წყარო აწვდის ვიდეოს, რომელზეც კონფლიქტია ასახული. ერთ-ერთი თანამშრომლის ცნობით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, კონფლიქტის მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ უწყებაში დასაქმებულები პარტიულ დავალებებზე ჰყავთ გაგზავნილი, რის გამოც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს კადრები არ ჰყოფნის.