"ოცნებას" ამ კანონის მეორედ უკან წაღება გაუჭირდება, რადგან პოლიტიკური ფასი ახლა უფრო მაღალია - საბანაძე
"ქართული ოცნება" დღეს თავს იცავს" - ამის შესახებ განცხადება ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ "დღის ამბების" ეთერში გააკეთა.
ნატალია საბანაძე ამბობს, რომ რუსული კანონის ხელმეორედ უკან გაწვევა მმართველ პარტიას ბევრად უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე ეს წინა წელს იყო.
დიპლომატი აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდმა მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციების დისკრედიტაცია უკვე დაიწყო, თუმცა მისი თქმით, დროთა განმავლობაში პროცესები ზენიტს მიაღწევს.
ნატალია საბანაძე "ოცნების" მიერ მონაცემთა ბაზის შექმნასაც ეხმაურება და დასძენს, რომ მთავრობამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისთვის საბჭოთა იარლიყების მიწებება უკვე დაიწყო.
"ქართული ოცნება" დღეს თავს იცავს. მათ გაუჭირდებათ ამ კანონის მეორედ უკან წაღება, რადგან პოლიტიკური ფასი ახლა უფრო მაღალია, ვიდრე იყო პირველად გაწვევის შემთხვევაში, რაც ნიშნავს, რომ საპროტესტო მუხტიც დიდია და რეალურად, ის ემზადება გარკვეული ესკალაციისთვის. ასევე თავს იცავს იმისგან, თუ რა შეიძლება მოხდეს. საპროტესტო აქციების დისკრედიტაცია უკვე დაიწყეს. ამბობენ, რომ ეს აქციები იგეგმება სხვაგან, რომ ამას სხვა მოტივები აქვს, როგორც სახელმწიფო გადატრიალების და ა.შ.. ამ ტიპის შეფასებების გავრცელებას უნდა ველოდოთ. რეალურად, "ქართული ოცნება", როგორც რეჟიმი და პარტია საკუთარ თავს სახელმწიფოსთან აიგივებს და ამბობს, რომ ყველა, ვინც პარტიას ეწინააღმდეგება და აკრიტიკებს, არის სახელმწიფოს მტერი და მოღალატე და შესაბამისს სიასაც გავაკეთებთო. რეალურად, ჯერ არ მიუღიათ ეს კანონი, მაგრამ უკვე ხდება მისი გამოყენება, ამ აგენტის, უსამშობლოს და საბჭოთა ტერმინების მიწებება", - ამბობს ნატალია საბანაძე.