ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცავების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

11.05.24 11:15
ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცავების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გუშინ ღამით ლეონიძის ქუჩაძე სამართალდამცავების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტი - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აღიძრა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 11 მაისს, გ. ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად", - წერია განცხადებაში.

ცნიბისთვის, გუშინ ღამით ირაკლი წიგნაძეს თბილისის ცენტრში რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა.