"არ გვეშინია, დაშლას არ ვაპირებთ" - მომიტინგეების გზავნილი ხელისუფლებას
თავისუფლების მოედანზე, შსს დამატებითი ძალების შეყვანის მიუხედავად, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.
არ გვეშინია, ჩვენ აქ ვდგავართ და დაშლას არ ვაპირებთ - თქვა ბექა ყორსიამ აქციაზე და მას აქციის მონაწილეებიც აყვნენ.
რუსთველზე შეკრებილებს ბაია პატარაიამაც მიმართა. მან ჯენზის მშობლებს დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამოსვლა და შვილების გვერდით დგომისკენ მოუწოდა.
სპეცრაზმი სრულად არის ეკიპირებული და სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირისკენ უახლოეს პერიოდში გადაინაცვლებს.