ლიეტუვის სეიმის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი სტუდენტების აქციას შეუერთდა

13.05.24 20:00
ლიეტუვის სეიმის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი სტუდენტების აქციას შეუერთდა

ლიეტუვის სეიმის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას შეუერთდა - ევროპელმა პოლიტიკოსმა მონაწილეობა შვილების თაობის მარშში მიიღო.

"თუ კანონს დაამტკიცებენ, საქართველოს მოლაპარაკებები არ გაიხსნება" - ამბობს ჟურნალისტებთან ჟიგიმანტას პავილიონისი.

თბილისში ფართომასშტაბური მსვლელობა დაიწყო. ახალგაზრდებმა გეზი სხვადასხვა ლოკაციიდან აიღეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაიძრნენ და ამ წუთებში მარშით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან. შვილების თაობამ გზაში საქართველოს ჰიმნი იმღერა და შეძახილებით კიდევ ერთხელ უთხრა ივანიშვილის გუნდის ინიციატივას არა.

ამის პარალელურად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, შშმ პირები და რიგითი მოქალაქეები რუსთაველის მეტროსთან იმყოფებიან და მსვლელობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მიდიან.