სოსო ბერიკაშვილის გათავისუფლება - კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ

14.05.24 15:27
სოსო ბერიკაშვილის გათავისუფლება - კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ

სოსო ბერიკაშვილის გათავისუფლება - კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ და უკვე ყოფილ უნივერსტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანს მხარდაჭერას უცხადებენ.

სუტდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ წამოწყებული რეპრესიული ქმედებების ნათელი მაგალითია.

"კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება გამორჩეული ლექტორისა და ეკონომიკის დეკანის, სოსო ბერიკაშვილის, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ხელისუფლების მიერ წამოწყებული რეპრესიული ქმედებების ნათელი მაგალითია.

კავკასიის სტუდენტები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონ სოსო ბერიკაშვილს, რომელიც უსამართლო სისტემის მსხვერპლია.

ეს რეპუტაციულ ზიანს აყენებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ჩვენ ვგმობთ ბატონი კახა შენგელიას გადაწყვეტილებას. უნივერსიტეტს არ ქმნიან ერთეული პირები. უნივერსიტეტს ვქმნით ჩვენ, სტუდენტები!

მოვუწოდებთ კავკასიის უნივერსიტეტის სხვა ლექტორებს, რომლებიც ჩვენ გვერდით დგანან ასეთ მნიშვნელოვან დროს: არ დაირღვეს ერთიანობა და ის სულისკვეთება, რომელიც სწორედ ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული.

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან თქვენ ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა! თქვენგანაც იმავეს ველოდებით!"- წერია განცხადებაში.

სუს-მა უნივრეიტეტებში რეპრესიები დაიწყო - ვინც რუსულ კანონს ღიად აპროტესტებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. ხელისუფების მოტივით და სუს-ის გადაწყვეტილებით, სამსახური დაატოვებინეს  სოსო ბერიკაშვილს. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი კაბინეტში რეტორმა დაიაბარა და სამსხურიდან წასვლა მოსთხოვა.