"კავკასიის უნივერსიტეტს" დავით ქაშიაშვილიც ტოვებს
ადმინისტრაციის პოზიციისა და გადაწყვეტილებების გამო, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვწყვეტ - "კავკასიის უნივერსიტეტს" ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილიც ტოვებს.
ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.
"ბოლო 10 წელია, სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლი, მათ შორის, 4 წელია - კავკასიის უნივერსიტეტში. მედიის სკოლის ყველა სტუდენტი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და ეროვნული ღირებულებისადმი პატივისცემით სავსე ახალგაზრდაა. მათგან ბევრი რამ მისწავლია და ვსწავლობ ახლაც. სწორედ, მათი პატივისცემითა და სიყვარულით, მიმდინარე სემესტრს დავხურავ. ადმინისტრაციის პოზიციისა და გადაწყვეტილებების გამო, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვწყვეტ", - წერს ქაშიაშვილი.
"კავკასიის უნივერსიტეტს" ტოვებს ლევან ბერძენიშვილიც - პროფესორმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.
სუს-მა უნივრეიტეტებში რეპრესიები დაიწყო - ვინც რუსულ კანონს ღიად აპროტესტებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. ხელისუფების მოტივით და სუს-ის გადაწყვეტილებით, სამსახური დაატოვებინეს სოსო ბერიკაშვილს. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი კაბინეტში რეტორმა დაიაბარა და სამსხურიდან წასვლა მოსთხოვა.