დაარეკვინეს ჩემთან და ისეთი ხმა ჰქონდა ვერ ვიცანი - ქაცარავას ცოლი
"დაარეკვინეს ჩემთან და ისეთი ხმა ჰქონდა ვერ ვიცანი" - ამის შესახებ კომენტარი დავით ქაცარავას მეუღლემ, სოფია ხაჭაპურიძემ "პირველებთან" გააკეთა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის ცოლი აცხადებს, დაშავებულს თვალის თვალბუდის ძვალი, ზედა ყბა აქვს მოტეხილი და ჰემატომები, ძლიერი ტვინის შერყევა აღენიშნება.
სოფია ხაჭაპურიძე პირდაპირ ამბობს, რომ სასტიკი ანგარიშსწორების უკან საქართველოს ხელისუფლება დგას.
დაარეკვინეს ჩემთან და ისეთი ხმა ჰქონდა ვერ ვიცანი. ვიკითხე, ვინ ბრძანდებით-მეთქი. მითხრა, რომ დალეწილი ვარ და ინგოროყვაში მივყავარ. იქ გაუკეთეს გადაუდებელი ოპერაცია სახის ერთ მხარეს. ძალიან ბევრი მოტეხილობა აქვს. თვალის გარშემო, ძვლები, ყვრიმალი, ზედა ძვლის მოტეხილობა აქვს. პლასტინები ჩაუდგეს, როგორც ვიცი. თითქოს, მიზანმიმართულ დავალებას ასრულებდნენ. შესვენებებით, რამდენჯერმე ჯგუფურად უსწორდებოდნენ თავის არეში. სახეში ურტყამდნენ გამეტებით. რაღაცნაირი სპეციალური ხელთათმანები ეცვათ ხელზე. ამ სპეცებმა წაართვეს პირადი ნივთები. წრეში ჩააყენეს და იქ ურტყეს, მერე შეაგდეს ფურგონში. შევიდოდნენ, გაუსწორდებოდნენ, გამოვიდოდნენ. როცა დასისხლიანდა თავი ააწევინეს და მაშინაც გადაუღეს სისხლიანი სახე. ეს იყო ვიღაცისთვის ანგარიშის ჩასაბარებელი ვიდეოები", - ამბობს სოფია ხაჭაპურიძე.
ცნობისთვის, დავით ქაცარავას 14 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს გაუსწორდნენ.