ეს არის კრემლის დავალება - რომეო ფარულავა ქაცარავას ცემაზე
"ეს არის პირდაპირ კრემლის დავალება" - ასე ეხმაურება ყოფილი სამხედრო, რომეო ფარულავა ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელზე განხორციელებულ სასტიკ ანგარიშსწორებას.
რომეო ფარულავა აცხადებს, რომ დავით ქაცარავას რუსეთის ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნის გამო და "ქართული ოცნების" კრემლის ინტერესების გატარების მხილებისთვის გაუსწორდნენ.
ეს არის პირდაპირ კრემლის დავალება. ამის საფუძველი მაქვს. დავით ქაცარავა არის ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. დავით ქაცარავა წლების განმავლობაში ამხელს დღევანდელ რუსულ ხელისუფლებას რუსეთთან პირდაპირ თანამშრომლობაში", - ამბობს რომეო ფარულავა.
ცნობისთვის, დავით ქაცარავას 14 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს გაუსწორდნენ.