გმირთა მემორიალთან შეკრებილი ახალგაზრდები საგანგებო განცხადებას აკეთებენ - სტუდენტები 18 მაისიდან პროტესტის პერმანენტულ რეჟიმში გადადიან

16.05.24 13:20
გმირთა მემორიალთან შეკრებილი ახალგაზრდები საგანგებო განცხადებას აკეთებენ - სტუდენტები 18 მაისიდან პროტესტის პერმანენტულ რეჟიმში გადადიან

გმირთა მემორიალთან სიმბოლურად შეკრებილი ახალგაზრდები საგანგებო განცხადებას აკეთებენ -გაფიცული სტუდენტები 18 მაისიდან თბილისის ქუჩებში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

პროტესტის ავანგარდში მოქცეულმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ დადეს პირობა, რომ ხელისუფლების რეპრესიების არ შეეშინდებათ და ქვეყნის ევროპულ მომავალს ნებისმიერ ფასად დაიცავენ.

18 მაისიდან, დილის პირველ ნახევარში ჩვენს გამოსვლებს პერმანენტული ხასიათი მიეცემა. ვიწვევთ ყველა მსურველს. ზუსტ დროს და ადგილს შეგატყობინებთ ყველასათვის ცნობილ ფეისბუქ ჯგუფებში. დაიდება განცხადება, დაიდება ივენთი" - ამბობს სტუდენტი.

ცნობისთვის, 16 მაისს, დილით, აქცია გმირთა მოედანზე დაიწყო, საიდანაც ახალგაზრდებმა მსვლელობით ტექნიკური უნივერსიტეტისკენ გადაინაცვლეს, შემდეგ კი კვლავ გმირთა მოედანზე მივიდნენ. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე შვილების თაობის წინააღმდეგ წავიდა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისულ სტუდენტებს, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, დავით გურგენიძე გამოუვარდა და ახალგაზრდებს უნივერსიტეტის შენობასთან პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა.