თეთრი ძაფით ნაკერი საქმე - პოლიციის მთავარი მოწმე ისევ იმალება

19.07.21 11:23
თეთრი ძაფით ნაკერი საქმე - პოლიციის მთავარი მოწმე ისევ იმალება

პოლიციის მთავარი მოწმე ისევ იმალება - ადამიანი, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის საქმეზე სამართალდაცველებს ნარკოტიკების ზედოზირების ვერსია დაუდასტურა, გაუჩინარებულია. ის უკვე რამდენიმე დღეა, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე აღარ გამოჩენილა.

ადგილობრივებს ნიკა 2 კვირაა, არ უნახავთ.

ოჯახი ამბობს, რომ ნიკა დოლიძის ქუჩიდან ის ადამიანია, ვინც ლექსოსთან ერთად ფონიჭალაში იმყოფებოდა. თუმცა გარდაცვლილი ოპერატორის დედა ამტკიცებს, რომ ოჯახისთვის ლექსოს სიკვდილის შემდეგ მოწმეს არაფერი მსგავსი არ უთქვამს და მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ლექსომ  ალკოჰოლი მიიღო. 

ლაშქარავას დედა არ გამორიცხავს, რომ ზედოზირების ვერსია სწორედ შს სამინისტროში დაკითხვის შემდეგ გაჩნდა. 

ლექსოს მეზობლები "ტვ პირველთან" ადასტურებენ, რომ პოლიციამ ისინი რამდენჯერმრ გამოკითხეს და ინტერესედებოდნენ როგორც ლექსო ლაშქარავას პიროვნებით, ასევე იმით, თუ რა იცოდნენ მისი გარდაცვალების შესახებ. 

 

ასევე ნახეთ - მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიება, შავი ლაქები ლექსოს გარდაცვალების საქმეში

მსგავსი სიახლეები