ნიკო მანაგაძეზე თავდასხმის მიუხედავად, თსუ-ს ადმინისტრაცია სამარცხვინოდ დუმს - ქადაგიძე

08.06.24 00:02
ნიკო მანაგაძეზე თავდასხმის მიუხედავად, თსუ-ს ადმინისტრაცია სამარცხვინოდ დუმს - ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნიკო მანაგაძეზე თავდასხმას ეხმაურება - გიორგი ქადაგიძე მომხდარს გმობს და ახალგაზრდას მხარდაჭერას უცხადებს.

გიორგი ქადაგიძე თბილისის სახელმწიფო ადმინისტრაციას საკუთარი სტუდენტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მიუხედავად მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორებისა, თსუ-ს ადმინისტრაცია "სამარცხვინოდ დუმს".

"თუ ჩვენ გვინდა, რომ ავირიდოთ კატასტროფული შედეგები, აუცილებელია, გამოვხატოთ ჩვენი მკაფიო სამოქალაქო პოზიცია" - აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი და იქვე დასძენს, რომ ახლა გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია.

ვუსურვებ მხნეობას და სოლიდარობას ვუცხადებ. მინდა აღვნიშნო ის სამარცხვინო დუმილი, რომელიც თსუ-ს ადმინისტრაციიდან გვესმის. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი სასწავლებელი. ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტზე, როდესაც თსუ-ს პირველი კორპუსის წინ, ეზოში ცემეს თსუ-ს სტუდენტი. ჩვენ პეტრე მელიქიშვილის და ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობასა და ისტორიაზე ვსაუბრობთ. არ შეიძლება ასეთი დუმილი. იქნება ეს თსუ-ს ადმინისტრაციის, მსხვილი ბიზნესის, ან იმ ადამიანების დუმილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მათ არ შეეხებათ, ამ ქვეყანას დაღუპავს. თუ ჩვენ გვინდა, რომ ავირიდოთ კატასტროფული შედეგები, აუცილებელია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა პასუხისმგებლობა იგრძნოს და გამოვხატოთ ჩვენი მკაფიო სამოქალაქო პოზიცია", - ამბობს ქადაგიძე.

ნიკო მანაგაძეს 4-მდე ადამიანი სასტიკად გაუსწორდა. სასტიკი ანგარიშსწორება თსუ-ს პირველ კორპუსთან მოხდა.

"პოლიციამ გვერდზე ჩაგვიარა" - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტზე თავდასხმის შემსწრეები ყვებიან, რომ რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს ახალგაზრდას.

კადრები, სადაც ჩანან ნიკო მაგანაძეზე თავდამსხმელები.

მსგავსი სიახლეები