12 საათი ნიკო მანაგაძეზე თავდასხმიდან და არცერთი დაკავებული - როგორია ნაცემი სტუდენტის მდგომარეობა?

08.06.24 12:00
12 საათი ნიკო მანაგაძეზე თავდასხმიდან და არცერთი დაკავებული - როგორია ნაცემი სტუდენტის მდგომარეობა?

12 საათი ნიკო მანაგაძეზე თავდასხმიდან და არც ერთი დასჯილი მოძალადე - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს, თუმცა უწყება ამ დრომდე ვერ ამბობს, ვინ არიან ის პირები, ვინც უნივერსიტეტთან სტუდენტს ჩასაფრება მოუწყეს და სახალხოდ სცემს. არადა, არსებობს კადრები, ძალადობაში მხილებული პირებისს ტანისამოსი, რომელიც მათ ადგილზე დარჩათ და მოწმეებიც.

მანაგაძე კლინიკიდან გვიან ღამით გამოწერეს, მას ყურზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის რეაბილიტაციას სახლში განაგრძობს.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე  თავდასხმის მსვერპლი ახალგაზრდა ფიქრობს, რომ მასზე ანგარიშსწორება "ოცნების" სადამსჯელო რაზმის დაქირავებულმა წევრებმა მოაწყვეს.

გვიან ღამით გამომწერე ხეჩინაშვილის კლინიკიდან. სხვადასხვა პროცედურები ჩამიტარეს. ყური გამიკერეს, ასევე თავის მიდამოებში სისხლნაჟღენთები. ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ, იმის მიუხედავად, რომ ყველა პირის იდენტიფიცირება უმარტივესად არის შესაძლებელი ვიდეოკადრების საშუალებით. 5 პირი იყო, რაც საბოლოო ჯამში ვნახე კადრბში, როემლიც თავდასხმაში მონაწილეობდა. არ მაქვს ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე იყოს დაკითხვაზე დაბარებული", - ამბობს მანაგაძე "პირველებთან". 

ნიკო მანაგაძეს 4-მდე ადამიანი სასტიკად გაუსწორდა. სასტიკი ანგარიშსწორება თსუ-ს პირველ კორპუსთან მოხდა.

"პოლიციამ გვერდზე ჩაგვიარა" - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტზე თავდასხმის შემსწრეები ყვებიან, რომ რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს ახალგაზრდას.

კადრები, სადაც ჩანან ნიკო მაგანაძეზე თავდამსხმელები.

 

მსგავსი სიახლეები