აგრესია ჟურნალისტის მიმართ არის სისუსტის ნიშანი პოლიტიკოსისგან - ბადრი ჯაფარიძე კალაძის განცხადებაზე

21.07.21 11:09
აგრესია ჟურნალისტის მიმართ არის სისუსტის ნიშანი პოლიტიკოსისგან - ბადრი ჯაფარიძე კალაძის განცხადებაზე

"ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, თბილისის მერის, კახა კალაძის, გუშინდელ განცხადებას გმობს, რომლის მიხედვითაც მან ჟურნალისტები მოძალადეებს შეადარა. ბადრი ჯაფარიძის თქმით, პოლიტიკოსის ვალდებულებაა, აგრესიისგან თავი შეიკავოს. 

პოლიტიკოსს ევალება, გამოიჩინოს მოთმინება ნებისმიერი უხერხული კითხვის დასმის შემთხვევაშიც კი - ეს არის ჩვენი ვალდებულება. ჟურნალისტები არ უნდა გვიქმნიდნენ კომფორტს, ჟურნალისტის ამოცანაა, რომ სწორედ კრიტიკული კითხვა დაგისვან, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს მოვითმინოთ და მშვიდად ვუპასუხოთ ჟურნალისტის კითხვას და აგრესიისგან თავი შევიკავოთ, აგრესია ჟურნალისტის მიმართ არის პირველი სისუსტის გამოვლინება პოლიტიკოსის მხრიდან",  - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ   მედია ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა.