"პირველების" ინფორმაციით, მუქარის ბრალდებით, ბალდის კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე დააკავეს

12.06.24 15:14
"პირველების" ინფორმაციით, მუქარის ბრალდებით, ბალდის კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე დააკავეს

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ბალდის კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, ინდიკო ბჟალავა დააკავეს.

ამ უკანასკნელს, ორი პირის მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებული ძმების გელა და გია ხურცილავების ოჯახის წევრი მუქარაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ინდიკო ბჟალავამ შეურაცხყოფა მიაყენა. 

დაკავებულის ცოლი "პირველებს" ეუბნება, რომ მან ბჟალავა სწინააღმდეგ პოლიციაში ჩვენებაც კი მისცა. 

ბალდის კანიონის მცველის, ბაჩო თვარაძის თქმით, არ იციან სად ჰყავთ დაკავებული.

მუქარის ბრალდებით 30 წლის კაცის დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს. 

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  1993 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.

მათივე თქმით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით დადგინდა, რომ სავარაუდო დამნაშავე კონფლიქტის ნიადაგზე პირს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ი.ბ. მუქარის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს, ბრალდებული ი.ბ. მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1983 წელს დაბადებულ ს.შ.-ს, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს"- ამბობს შსს. 

შეგახსენებთ, რომ ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს თავს გუშინ დაესხნენ. დაჭრილია ორი პირი - ძმები, მინდია და აჩი ბჟალავები.

თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ დღეს გელა და გია ხურცილავები დააკავა. 

ასევე ნახეთ:

 რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" რამდენიმე კვირის წინ ჩაატარა. 

მარტვილში ჩასულ "შაბათის ეთერის" გუნდს ადგილობრივები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ კაცი რუსული კავშირებით, მათთვის მისაღები არ არის. მერკვილაძის ინვესტორობას, მთელი სოფელი აპროტესტებს დაიდგა სპეციალური კარავიც, სადაც სწორედ სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა. 

ბალდელები ამბობენ, რომ საკუთარ სოფელს, კანიონს და ველურ ბუნებას ხელყოფისგან, მამუკა მერკვილაძისგან და მისი პარტნიორებისგან იცავენ. 

ბუნების ეს ძეგლი შპს ,,კანიონი 350’’-ს 40 წლით მისცეს. კომპანიას მამუკა მერკვილაძესთან ერთად, მისი ბიძაშვილი გიორგი მერკვილაძე და მათი ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ანი გიუნაშვილი ფლობენ. გიუნაშვილი ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მერკვილაძეების დეიდაა და კომპანიაში ფიქტიურად ჰყავთ გაფორმებული. 

მსგავსი სიახლეები