ბალდის მცველებზე თავდასხმის საქმე - დაარღვევენ თუ არა დუმილს დაკავებულები?

13.06.24 12:34
ბალდის მცველებზე თავდასხმის საქმე - დაარღვევენ თუ არა დუმილს დაკავებულები?

ძმები ხურცილავები ბრალის წარდგენას ელოდებიან - ორი პირის განზრახ მკვლელობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულების წინააღმდეგ არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, პოლიციამ ამოიღო დანაშაულის იარაღიც. 

დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს 14:00 საათზე, სენაკის რაიონულ სასამართლოშია ჩანიშნული. 

მინდია და აჩი ბჟალავებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ. 

დაჭრილი მინდია ბჟალავა მომხდარს კანონის მცველების დაშინების მცდელობად აფასებს და თავდასხმას წინასწარ დაორგანიზებულს უწოდებს.

"კანიონი 350’’-ის თანამშრომლები წააქეზეს, რაღაც უთხრეს, არადა ჩვენ მათთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია, აქით ილანძღებოდნენ. ადგილზე რომ არ მივსულიყავი, უბედურება მოხდებოდა"- ამბობს დაჭრილი. 

შეგახსენებთ, რომ ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს თავს დაესხნენ. დაჭრილია ორი პირი - ძმები, მინდია და აჩი ბჟალავები.

თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ გელა და გია ხურცილავები დააკავა. 

ასევე ნახეთ:

რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" რამდენიმე კვირის წინ ჩაატარა. 

მარტვილში ჩასულ "შაბათის ეთერის" გუნდს ადგილობრივები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ კაცი რუსული კავშირებით, მათთვის მისაღები არ არის. მერკვილაძის ინვესტორობას, მთელი სოფელი აპროტესტებს დაიდგა სპეციალური კარავიც, სადაც სწორედ სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა. 

ბალდელები ამბობენ, რომ საკუთარ სოფელს, კანიონს და ველურ ბუნებას ხელყოფისგან, მამუკა მერკვილაძისგან და მისი პარტნიორებისგან იცავენ. 

ბუნების ეს ძეგლი შპს ,,კანიონი 350’’-ს 40 წლით მისცეს. კომპანიას მამუკა მერკვილაძესთან ერთად, მისი ბიძაშვილი გიორგი მერკვილაძე და მათი ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ანი გიუნაშვილი ფლობენ. გიუნაშვილი ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მერკვილაძეების დეიდაა და კომპანიაში ფიქტიურად ჰყავთ გაფორმებული. 

მსგავსი სიახლეები