სასულიერო პირს, რომელმაც პორნოგრაფიული ფოტომონტაჟი გაავრცელა, მღვდელმსახურება შეუჩერდა

21.07.21 17:17
სასულიერო პირს,  რომელმაც პორნოგრაფიული ფოტომონტაჟი გაავრცელა, მღვდელმსახურება შეუჩერდა

შემოქმედის ეპარქიის მღვდელს, მამა იოსებს (ღლონტი) მიტროპოლიტმა  მეუფე იოსებმა, რამდენიმე თვით მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. ამის მიზეზი სასულიერო პირის მხრიდან სოციალურ ქსელში პორნოგრაფიული ფოტომონტაჟის გავრცელება გახდა. ფოტომონტაჟი ჟურნალისტებს, მათ შორის, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს,  ნოდარ მელაძეს, ეხებოდა და ამის გამო მამა იოსებმა გუშინ ტვ პირველს და ნოდარ მელაძეს საჯაროდაც მოუბოდიშა:

მამა იოსები დაისაჯა უცენზურო ფოტომონტაჟის გამოქვეყნების გამო. რამდენიმე თვით შეუჩერდა მღვდელმსახურება," - აღნიშნა მეუფე იოსებმა "გურიის მოამბესთან". 

შეგახსენებთ, რომ უხამსი პოსტის შემდეგ მამა იოსებ ღლონტმა  ტვ პირველს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ გაიზარება არ უნდოდა ღილაკზე  შემთხვევით დაეჭირა. 

მსგავსი სიახლეები