თავდასხმა ბალდის მცველებზე - ძმებ ხურცილავებს ბრალი წარუდგინეს

13.06.24 17:36
თავდასხმა ბალდის მცველებზე - ძმებ ხურცილავებს ბრალი წარუდგინეს

ბალდის კანიონის მცველებზე თავდასხმაში მხილებულ ძმებს ბრალი წარუდგინეს. ძმებმა ხურცილავებმა დუმილი არც საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან დაარღვიეს.

გაირკვა, რომ ერთ-ერთ ძმას პროკურატურამ ბრალი შეუმსუბუქა და თუ აქამდე ორივე ძმას განზრახ მკვლელობას ედავებოდა, ახლა მხოლოდ ერთს ედავება, მეორე ძმას კი მხოლოდ მუქარას.

დაკავებულების წინააღმდეგ არსებობს მტკიციებულებები - სანადირო თოფი და დანა, ასევე დაჭრილი მოქალაქეების ჩვენებებიც. გამოძიების ინფორმაციით, 20-მდე მოწმე არის გამოკითხული და ყველა პირი ხელს ძმებ ხურცილავებს ადებს.

გელა ხურცილავას წარედგინა მუქარის ბრალდება. სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი ორი ეპიზოდით და განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო გიგა ხურცილავას მუქარის ბრალდება მხოლოდ ერთი ეპიზოდით. ლოგიკურად მიმაჩნია გიგას მიმართ წაყენებული ბრალდება. როგორ შეიძლება 9 ადამიანთან მიხვიდე ერთი ადამიანი და დაემუქრო ფიზიკური განადგურებით", - ამბობს ადვოკატი.

მარტვილში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით ცალკე ეპიზოდად არის გამოყოფილი კიდევ ერთი საქმე. დაკავებულია ერთ-ერთი აქტივისტი. მას შსს მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუქარას ედავება. ჯერჯერობით მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

შეგახსენებთ, რომ ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს თავს დაესხნენ. დაჭრილია ორი პირი - ძმები, მინდია და აჩი ბჟალავები.

თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ გელა და გია ხურცილავები დააკავა. 

ასევე ნახეთ:

რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" რამდენიმე კვირის წინ ჩაატარა. 

მარტვილში ჩასულ "შაბათის ეთერის" გუნდს ადგილობრივები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ კაცი რუსული კავშირებით, მათთვის მისაღები არ არის. მერკვილაძის ინვესტორობას, მთელი სოფელი აპროტესტებს დაიდგა სპეციალური კარავიც, სადაც სწორედ სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა. 

ბალდელები ამბობენ, რომ საკუთარ სოფელს, კანიონს და ველურ ბუნებას ხელყოფისგან, მამუკა მერკვილაძისგან და მისი პარტნიორებისგან იცავენ. 

ბუნების ეს ძეგლი შპს ,,კანიონი 350’’-ს 40 წლით მისცეს. კომპანიას მამუკა მერკვილაძესთან ერთად, მისი ბიძაშვილი გიორგი მერკვილაძე და მათი ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ანი გიუნაშვილი ფლობენ. გიუნაშვილი ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მერკვილაძეების დეიდაა და კომპანიაში ფიქტიურად ჰყავთ გაფორმებული. 

მსგავსი სიახლეები