მედიის მიმართ ძალადობის წახალისება - მედიაექპერტები კალაძის საშიშ გზავნილებზე

21.07.21 17:31
მედიის მიმართ ძალადობის წახალისება - მედიაექპერტები კალაძის  საშიშ გზავნილებზე

ხელისუფლების საშიში გზავნილები - მედია ექსპერტები კახი კალაძის გუშინდელ განცხადებაში ძალადობის წახალისების ნიშნებს ხედავენ. მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს, მოზალადეებსა და მედიის საქმიანობას შორის ტოლობის ნიშანი დასვას. 

თქვენი კითხვა არის მათთვის მიუღებელი, თქვენი გაკეთებული სიუჟეტები არის მათთვის მიუღებელი, მიუხედავად იმისა შეიძლება ამ სიუჟეტში რაღაც არ მოგვწონდეს, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ მედია გამოაცხადო პერსონა ნონ გრატად და მიუქსიო მედიას საზოგადოებრივი ჯგუფები.

გუშინ რაც გააკეთა კახი კალაძემ ეს სხვათაშორის, ცოტათი გასაკვირიც იყო, მან პირველმა ხელისუფლებიდან აღიარა, რომ შეცდომა იყო ძალადობრივი ჯგუფების მიქსევა ხალხისთვის, მათ ეს აწუხებთ და ეხლა ცდილობენ, რომ ტოლობის ნიშანი დასვან იმ ძალადობას, რომელიც ჩაიდინეს რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს იმასთან რასაც აკეთებს მედია", - ამბობს ზვიად ქორიძე. 

დღესვე ეთიკის ქარტიამ  ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა,შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ  საკუთარ წარდგენაში მედია ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა.  

მსგავსი სიახლეები