სისხლიანი ანგარიშსწორება ბალდაში - ძმებ ხურცილავებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

14.06.24 17:41
სისხლიანი ანგარიშსწორება  ბალდაში - ძმებ ხურცილავებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ბალდაში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - სასამართლომ თავდასხმის გამო დაკავებული ძმებს, გელა და გია ხურცილავებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. 

ძმებ ხურცილავების შემდეგი პროცესი 29 ივლისს ჩაინიშნა.

კიდევ ერთ დაკავებულს, ინდიკო ბჟალავას მუქარას ედავებიან. მისი სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. 

შეგახსენებთ, რომ ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს თავს 2 დღის წინ დაესხნენ. დაჭრილია ორი პირი - ძმები, მინდია და აჩი ბჟალავები.

თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ გელა და გია ხურცილავები დააკავა. 

ასევე ნახეთ:

რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" რამდენიმე კვირის წინ ჩაატარა. 

მსგავსი სიახლეები