ევროკავშირში ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, როგორი იყოს საპასუხო ზომები - კალანდაძე

15.06.24 15:54
ევროკავშირში ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, როგორი იყოს საპასუხო ზომები - კალანდაძე

ევროკავშირი სანქციებისთის ემზადება - წინა ხელისუფლების საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ფონდ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დირექტორი ნინო კალანდაძე ამბობს, რომ "ოცნებამ" კონკრეტული გადაწყვეტილებები შეგნებულად მიიღო და იცოდნენ, რომ ეს შედეგი დადგებოდა.

კალანდაძის თქმით, ამ ფონზე, დასავლეთი ახლა მსჯელობს, როგორ იყოს საპასუხო ზომები.

ხელისუფლებისთვის ეს უკვე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობაა. მათ ეს გადაწყვეტილება შეგნებულად მიიღეს. მათ იცოდნენ, რომ ეს შედეგი დადგებოდა. ლოგიკურია, რომ დასავლეთს, როგორც არ უნდა უნდოდეს საქართველოსთან კეთილმეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება, ამ ფონზე ეს ჩვეულ რეჟიმში ვერ გაგრძელდება. ამიტომ, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ იყოს საპასუხო ზომები ისე, რომ აისახოს ხელისუფლებაზე და შედარებით ნაკლებად აისახოს ხალხზე. კონკრეტული დახმარების პაკეტები უბრალოდ შეწყდება და გაიყინება. გაიყენება თავდაცვის სფეროში დახმარება და შეჩერდება ის ტრანშები, რომელიც უნდა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მოხმარებოდა", - ამბობს ნინო კალანდაძე. 

რას განიხილავს ევროკავშირი საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ? - "რადიო თავისუფლებამ" ევროკომისიის დოკუმენტი მოიპოვა.

დოკუმენტით ირკვევა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები "ოცნების" წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს განიხილავენ. შესაძლოა, საქართველოსს ხელისუფლების წევრებს პერსონალური სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესდეთ, თუმცა ეს არ არის ყველაზე მძიმე მექანიზმი, რომელსაც ევროპელი ლიდერები აამოქმედებენ. ახლა ყველაფერი "ქართულ ოცნებაზეა". თუ დროუალად დააბრუნებენ ქვეყანას ევროპულ ორბიტაზე, თუ უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რუსული კანონის გამო დაწყებულ რეპრესიებზე და შეწყვეტენ თავდასხმებს პარტნიორებზე, მაშინ შესაძლოა,  გადაწყვეტლებაა გადაიხედოს.

ინდივიდუალური სანქციები, სავიზო რეჟიმის შეჩერება - იოზვიაკის ცნობით, საქართველოს წინააღმდეგ მისაღები ზომები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკვე გაეგზავნათ

მსგავსი სიახლეები