"ალბათ, განსაკუთრებულად აქტიური ხვიჩა იქნება და ბუდუ თავის სათქმელს იტყვის" - რა მოლოდინი აქვთ ქართველ გულშემატკივრებს

18.06.24 13:04
"ალბათ, განსაკუთრებულად აქტიური ხვიჩა იქნება და ბუდუ თავის სათქმელს იტყვის" - რა მოლოდინი აქვთ ქართველ გულშემატკივრებს

 

ფეხბურთმა და ისტორიულმა მატჩმა დღეს მთელი ქვეყანა გააერთიანა. საქართველო გამარჯვებისთვის და დიდი ზეიმისთვის ემზადება. მთელს ქალაქში ხალხი ეროვნული ნაკრების მაისურებით გადაადგილდება და ყველა საღამოს 8 საათს ელდოება. 
ქართველი ქომაგების რიგებია იმ მაღაზიებთან, სადაც ეროვნული ნაკრების ატრიბუტიკა იყიდება.

გულშემატკივრები პროგნოზირებენ, რომ ხვიჩა კვარაციხელია განსაკუთრებულად აქტიური იქნება და რა თქმა უნდა, ბუდუ ზივზივაძე თავის სათქმელს იტყვის.

განწყობა საოცარი გვაქვს. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად აქტიური, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია იქნება, თუ ოთხი მცველი არ აიყვანს და ბუდუ ზივზივაძე რაღაცნაირად თავის სათქმელს იტყვის", - ამბობს ქართველი გულშემატკივარი.

წასვლა გვინდოდა, გვინდოდა, რომ იქ შევხვედროდით ისტორიულ თამაშს, მაგრამ აქ ვუგულშემატკივრებთ. იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, გამარჯვების, თუმცა უკვე წარმატებულები ვართ და უვკე ყველაფერი კარგად არის. ეროვნული ნაკრების მაისურები შევიძინე და ვემზადები. პროგნოზი მაქვს, რომ ძალიან კარგად ვითამაშებთ, დანარჩენი უკვე ფორტუნაა. კაშიას და კავარაცხელიას ინტერვიუს ვუსმინე და ბევრი იმედი მომცა ამ ინტერვიუმ, იმიტომ, რომ ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მოტივაცია ძალიან ისეთი აქვთ. მყარად დგანან. არვიცი ვინ გაიტანს, ვინ რას იზამს, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს ქართველი გუშემატკივარი. 

დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული თარიღია. სტადიონზე ეროვნილი ნაკრების მხარდასაჭერად ათასობით ქართველი მივა. მეორე დღეა დორტმუნდი ქართველი ქომაგებით არის სავსე  და თითქმის ყველა ქუჩაზე ქართული შეძახილები ისმის. 

ისინი, კი ვინც გერმანიაში ვერ წავიდა, გადამწვეტი თამაშის ყურების შესაძლელობლობა მიხეილ მესხის სტადიონზე ექნებათ. სტადიონზე გიგანტური 6 ეკრანი უკვე დამონტაჟებულია და კარი ქართველი ქომაგებისთვის ზუსტად 6 საათზე გაიღება.

ბოლო განცხადება გადამწყვეტი მატჩის წინ უკვე გააკეთეს  ეროვნული ნაკრების წევრებმაც, თქვეს, რომ მზად არიან მოგებისთვის და გამარჯვებითვის. 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება. ორივე გუნდს აქვს დანაკლისი. საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ამხანაგურ მატჩში, მონტენეგროსთან, კუნთის ტრავმა მიიღო. მწვრთნელი ვილი სანიოლი იმედოვნებს, რომ ოთარი გუნდს მომდევნო მატჩისთვის, ჩეხეთთან სათამაშოდ დაუბრუნდება.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.