"საბრძოლო განწყობა გვაქვს" - ბოლო ცნობები დორტმუნდიდან
საქართველო-თურქეთის ისტორიული მატჩის წინ და მიმდინარეობისას დორტმუნდში ამინდის მკვეთრი გაუარესებას ელოდებიან. სწორედ ამიტომ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გულშემატკივრების მსვლელობა სტადიონამდე გააუქმა. ამის მიუხედავად, ქართველი გულშემატკივრები ამ გაფრთხილებას არ შეუშინებია.
ამინდი ვერ შეგვაშინებს - ამბობენ ქართველი გულშემატკივრები.
საბრძოლო განყობა აქვს, თურთქეთში საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ჩასულ მსახიობს, გიორგი ბახუტაშვილს.
საბრძოლო განწყობა გვაქვს. თურქებს მიაქვთ აქაურობა, გერმანიას დიდი თურქული დიასპორა ჰქოლია, თუმცა ჩვენ ბევრნი ვიქნებით, 10 ათასი ქართველი იქნება დღეს სტადიონზე, ვფიქრობ დღევანდელი თამაში იქნება სენსაცია", - თქვა გიორგი ბახუტაშვილმა.
დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული თარიღია. სტადიონზე ეროვნილი ნაკრების მხარდასაჭერად ათასობით ქართველი მივა. მეორე დღეა დორტმუნდი ქართველი ქომაგებით არის სავსე და თითქმის ყველა ქუჩაზე ქართული შეძახილები ისმის.
ისინი, კი ვინც გერმანიაში ვერ წავიდა, გადამწვეტი თამაშის ყურების შესაძლელობლობა მიხეილ მესხის სტადიონზე ექნებათ. სტადიონზე გიგანტური 6 ეკრანი უკვე დამონტაჟებულია და კარი ქართველი ქომაგებისთვის ზუსტად 6 საათზე გაიღება.
ბოლო განცხადება გადამწყვეტი მატჩის წინ უკვე გააკეთეს ეროვნული ნაკრების წევრებმაც, თქვეს, რომ მზად არიან მოგებისთვის და გამარჯვებითვის.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს.
შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება.