ისტორიული მატჩის დაწყებამდე 5 საათი რჩება - დორტმუნდის ქუჩებში ქართველი გულშემატკივრების ნაკადი არ წყდება

18.06.24 15:03
ისტორიული მატჩის დაწყებამდე 5 საათი რჩება - დორტმუნდის ქუჩებში ქართველი გულშემატკივრების ნაკადი არ წყდება

ისტორიული მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება - ქართველი ქომაგების ნაკადი კი დორტმუნდის ქუჩებში არ წყდება. საქართველოს მოქალაქეები მატჩზე დასასწრებად გერმანიაში, მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ. ეპიცენტრი ზუსტად 5 საათში ქალაქის  სტადიონი გახდება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მოედანზე გავა და ქვეყნის  ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლას, თურქეთთან მატჩით დაიწყებს. ევროპის ჩემპიონტაზე პირველად, აჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნიც.

განწყობა არის შესანიშნავი და როცა ვხედავ ამდენი ქართველი არის შეკრებილი, ერთმანეთს სიხარულით ვხდებით და ეს ემოციები უნდა გადაიზარდოს თამაშში აუცილებლად. საქართველოს გაუმარჯოს", - ამბობში დორტმუნდში საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ჩასული საქართველოს მოქალაქე.

ისტორიული მატჩია. დღეს კია გამოცხადებული ცუდი ამინდი, მაგრამ ყველას მოვუწოდებთ, რომ აუცილებლად მოვიდნენ თამაშზე და უგულშემატკივრონ ჩვენს ბიჭებს. თუ რაიმე სახის ინფორმაცია გინდათ, უნდა მოხვიდეთ ფან-საელჩოებში, მიიღოთ ინფორმაცია, შემდეგ უნდა გადავიდეთ უესტ- პარკში და შემდეგ უკვე მსვლელობით გადავალთ მოედნის მიმართულებით, სადაც უკვე გაიმართება თამაში", - ამბობს ქართველი გულშემატკივარი.

6 წელია აქ ვცხოვრობდა  ასეთი ისტირული მომენტი არ ვიცი. ყველგან, სადაც სამსახურში გავდივარ, ყველგან ვამბობ, რომ ჩვენ ეს შევძელით, ვერ გადმოვცემ სიტყვებით, იმდენად ემცოიებში ვარ", - ამბობს ქართველი ემიგრანტი.

დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული თარიღია. სტადიონზე ეროვნილი ნაკრების მხარდასაჭერად ათასობით ქართველი მივა. მეორე დღეა დორტმუნდი ქართველი ქომაგებით არის სავსე  და თითქმის ყველა ქუჩაზე ქართული შეძახილები ისმის. 

ისინი, კი ვინც გერმანიაში ვერ წავიდა, გადამწვეტი თამაშის ყურების შესაძლელობლობა მიხეილ მესხის სტადიონზე ექნებათ. სტადიონზე გიგანტური 6 ეკრანი უკვე დამონტაჟებულია და კარი ქართველი ქომაგებისთვის ზუსტად 6 საათზე გაიღება.

ბოლო განცხადება გადამწყვეტი მატჩის წინ უკვე გააკეთეს  ეროვნული ნაკრების წევრებმაც, თქვეს, რომ მზად არიან მოგებისთვის და გამარჯვებითვის. 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება.