როგორ ემზადებიან საქართველოს რეგიონებში ისტორიული მატჩისთვის

18.06.24 15:25
როგორ ემზადებიან საქართველოს რეგიონებში ისტორიული მატჩისთვის

ზუგდიდი, აჭარა, იმერეთი და თითქმის საქართველოს ყველა ქალაქი - ისტორიული მატჩისთვის მზადება რეგიონების ნაწილში დასრულებულია, ნაწილში კი ახლაც გრძელდება. ვინც გერმანიაში ვერ წავიდა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს საქართველოდან უგულშემატკივრებს.

მზადება მიმდინარეობს ბათუმშიც, სადაც ცენტრალუი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჯებულია უკვე დიდი მონიტორი. ასევე მოწყობილია გასართობი სივრცეები. ზღვისპირა ქალაქში ხალხს ცენტრალურ სტადიონზე 6 საათზე ელოდებიან, სადაც მატჩის დაწყებამდე კონცერტებია დაგეგმილი. თუმცა ადგილზე უკვე იკრიბებიან გულშემატკივრები.

ყველას აქვს ერთნაირი განცდა, რომ დღეს საქართველომ უნდა გაიმარჯვოს.

დღეს ველოდებით მხოლოდ მოგებას, ბათუმში, აი აქ, ამ ადგიალს, ძალიან ბევრ ადამიანს ველდოებით და ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე" - ამბობენ ბათუმელი გულშემატკივრები.

საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ საგანგებოდ ემზადებიან ზუგდიდშიც, სადაც დიდ ეკრანზე მოხდება თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია.

დადიანების სასახლის სიახლოვეს, მეორე სკოლასთან ეწყობა დიდი ეკრანი, სადაც გულშემატკივარს ექნება საშუალება, იხილოს ეს მატჩი. რა თქმა უნდა, იქნება, თანმდები ღონისძიებები, მუსიკალური ნომრები, წარმოდგენილი იქნება ბიზნეს-სექტორი. გელოდებით ყველას, ერთად ვუგულშემატკივროთ და წარმატება ვუსურვოთ საქართველოს ნაკრებს", - ამბობს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია.

ჩვენი ბიჭები გერმანიაში იასპარეზებენ. მე იმედი მაქვს, რომ ისინი დღევანდელ შეხვედრას თურქეთთან მოიგებენ. ჩვენ 8 საათზე ერთად ვუგულშემატკივრებთ საქართველოს", - ამბობს პატარა გულშემატკივარი.

დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული თარიღია. სტადიონზე ეროვნილი ნაკრების მხარდასაჭერად ათასობით ქართველი მივა. მეორე დღეა დორტმუნდი ქართველი ქომაგებით არის სავსე  და თითქმის ყველა ქუჩაზე ქართული შეძახილები ისმის. 

ისინი, კი ვინც გერმანიაში ვერ წავიდა, გადამწვეტი თამაშის ყურების შესაძლელობლობა მიხეილ მესხის სტადიონზე ექნებათ. სტადიონზე გიგანტური 6 ეკრანი უკვე დამონტაჟებულია და კარი ქართველი ქომაგებისთვის ზუსტად 6 საათზე გაიღება.

ბოლო განცხადება გადამწყვეტი მატჩის წინ უკვე გააკეთეს  ეროვნული ნაკრების წევრებმაც, თქვეს, რომ მზად არიან მოგებისთვის და გამარჯვებითვის. 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება.