"გვჯერა, მამარდაშვილი ბევრჯერ გადაგვარჩენს და კვარაცხელია და ზივზივაძე გოლს გაიტანენ" - პატარა გულშემატკივრები
ისტორიული მატჩის მოლოდინმა დღეს მთელი ქვეყანა გააერთიანა. ეროვნული ნაკრების მხარდასჭერად იკრიბებიან თბილისსა და რეგიონებში. დედალაქში მიხეილ მესხის სტადიონის კარი გულშემატკივრებისთის ერთ საათზე ნაკლებ დროში, ზუსტად 6 საათზე გაიხსნება.
საქართველოში პატარა გულშემატკივრებს სჯერათ, რომ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბევრჯერ გადაარჩენს კარს და კვარაცხელია და ზივზივაძე გოლს აუცილებლად გაიტანენ.
დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრ გოლს გავუტანთ თურქებს. დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ბევრჯერ გადაგვარჩენს. მინდა რომ კვარაცხელიამ და ზივზივაძემ გაიტანოს, მამარდაშვილმა ბევრჯერ გადაგვარჩინოს და ისევ 8:1 მოვიგოთ. წარმატებები ჩვენს ნაკრებს", - ამბობენ პატარა გულშემატკივრები.
დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული თარიღია. დორტმუნდი ქართველი ქომაგებით არის სავსე და თითქმის ყველა ქუჩაზე ქართული შეძახილები ისმის.
ცნობისთვის, ვინც გერმანიაში ვერ წავიდა, გადამწვეტი თამაშის ყურების შესაძლელობლობა მიხეილ მესხის სტადიონზე ექნებათ. სტადიონზე გიგანტური 6 ეკრანი უკვე დამონტაჟებულია და კარი ქართველი ქომაგებისთვის ზუსტად 6 საათზე გაიღება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს.
შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება.