ქვემო ქართლის გაუჩინარებული ვიცე გუბერნატორი გამოჩნდა - შინჯიკაშვილი, სავარაუდოდ, გერმანიაშია

23.06.24 17:23
ქვემო ქართლის გაუჩინარებული ვიცე გუბერნატორი გამოჩნდა - შინჯიკაშვილი, სავარაუდოდ, გერმანიაშია

ქვემო ქართლის გაუჩინარებული ვიცე გუბერნატორი გამოჩნდა. გიორგი შინჯიკაშვილი, სავარაუდოდ, გერმანიაშია. კაცი, რომელსაც სპეცრაზმისს უფროსი ხარება ყველგან დაეძებს, ევროპის ცენტრიდაან ფოტოსურათს აქვეყნებს. ამ ფოტოსურათით ჩნდება განცდა, რომ სპეცრაზმის შეფთან დიდ დაპირისპირებაში მყოფი კაცი მარწყვის საკრეფად კახეთში  წასვლის ნაცვლად ჰამბურგშიი ჩაფრინდა და სავარაუდოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშსაც დაესწრო.

მტკიცებულებების მიუხედავად, ხარებასა და ქვემო ქართლის გუბერნატორს შორის არსებულ დაპირისპირებაზე შსს გამოძიებას არ იწყებს. შაბათის ეთერის გუნდის ექსკლუზიური რეპორტაჟით დადასტურდა ის, რასაც ყველა უარყოფდა. 

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროეს სატელეფონო ჩანაწერი, რომლითაც ირკვევა, რომ დარბევის სამმართველოს უფროსი სასტიკად არის ნაცემი და მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. ამავე კლინიკაშია კიდევ ერთი სპეცრაზმელიც. 

ხარებასა და გიორგი სინჯიკაშვილის არაფორმალებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ მოპოვებული პირველი ოფიციალური დადასტურებით გაირკვა, რომ სპეცრაზმელებს სახის ძვლები და კბილები ჩაუმტვრიეს, აქვთ ტვინის შერყევაც. ყველაფერი კი რესტორანში ჩხუბით დაიწყო.