"გულს ნუ გაიტეხთ" - გულშემატკივრები ველბერტში ქართველი ფეხბურთელების სასტუმროსთან მივიდნენ (ვიდეო)
გერმანიის ქალაქ ველბერტში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები სპორტსმენების სასტუმროსთან მივიდნენ.
"გულს ნუ გაიტეხთ, სადაც წახვალთ თქვენ, იქ დაგხვდებით ჩვენ" - სკანდირებენ შეკრებილი მოქალაქეები და ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისა და წარმატებული მატჩების შესრულებისთვის მადლობას უხდიან.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ, 2 ივლისს, 7:30 საათზე ჩამოფრინდება.