გურამ კაშია და გიორგი ქოჩორაშვილი გულშემატკივრებს შეხვდნენ (ვიდეო)
ქალაქ ველბერტში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სასტუმროსთან მისულ გულშემატკივრებს გურამ კაშია და გიორგი ქოჩორაშვილი შეხვდნენ.
ქართველმა სპორტსმენებმა ქომაგებთან ფოტოები გადაიღეს და მათ ავტოგრაფი მისცეს.


გერმანიის ქალაქ ველბერტში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები სპორტსმენების სასტუმროსთან მივიდნენ.
"გულს ნუ გაიტეხთ, სადაც წახვალთ თქვენ, იქ დაგხვდებით ჩვენ" - სკანდირებენ შეკრებილი მოქალაქეები და ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისა და წარმატებული მატჩების შესრულებისთვის მადლობას უხდიან.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ, 2 ივლისს, 7:30 საათზე ჩამოფრინდება.