კობახიძე მაზოხიზმშია გადავარდნილი, არ გამკვირვებია, რომ მასთან მიმართებით ასეთი რეაქცია იყო და პრეზიდენტთან მიმართებით ტაში - ვადო მაჭავარიანი
ახალგაზრდებს არ უკვირთ, რომ გუშინ საზეიმო ღონისძებაზე პრემიერს ხალხი პროტესტით შეხვდა, პრეზიდენტს კი ოვაციებით.
ვადო მაჭავარიანი პრემიერს მაზოხიზმში გადავარდნილს უწოდებს და ამბობს, რომ თავად არ უნდა ჩაეგდო თავი უხერუხლ მდგომარეობაში.
როდესაც ერთი-ორი თვით ადრე იმ ადამიანებს, რომლებიც იქ დგანან, არბევ და ფეხბურთელებს, რომლებიც სცენაზე დგანან, ხან ნაცებს ეძახი, ხან აშავებ სხვადასხვა მეთოდებით, ხან რაღაც კამპანიებს უგორებ და გინდა ახლა მათი გამარჯვებით სიამაყე და მათთან ერთად ფოტოებში პოზიორობა, უნდა ელოდო ასეთ რეაქციას. არც ის გამკვირვებია, რომ კობახიძესთან მიმართებით ასეთი რეაქცია იყო და პრეზიდენტთან მიმართებით ტაში იყო. ეს დავინახეთ. სერიოზული კონტრასტი იყო. რატომ აკეთებს და რატომ არის ასეთ მაზოხიზმში ეს ადამიანი გადავარდნილი, ვერ ვხვდები. უხერხული სანახავია, როდესაც ადამიანი შვილებთან არის სცენაზე და ნამდვილად ცუდი დასანახია, როდესაც მთელი პუბლიკა მის წინააღმდეგ არის. თავად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ასეთი ნაბიჯები არ უნდა გადადგას", - ამბობს ვადო მაჭავარიანი.
პრემიერის კრახი საზეიმო ღონისძიებაზე - ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონიაზე ირაკლი კობახიძეს ხალხმა პრაქტიკულად სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა. სცენაზე ფეხბურთელების გვერდით პრემიერის გამოჩენას დიდი პროტესტი მოჰყვა. ისმოდა შეძახილები "წადი“ "არ გვინდა" "მონა".
კობახიძე საბოლოოდ იძულებული გახდა სიტყვა პრეზიდენტისთვის გადაეცა, რის შემდეგაც პროტესტი ტაშით შეიცვალა. ზურაბიშვილს ხალხი ოვაციებით შეხვდა კობახიძემ კი სცენა მალევე დატოვა. მას ჰქონდა მეორე მცდელობაც, თუმცა პრემიერს არც ამჯერად გაუმართლა.