თავდასხმა დმანისის ყოფილ მერზე - დაარღვევენ თუ არა დაკავებულები დუმილს
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმის საქმის განხილვაა იწყება. მძიმე დანაშაულის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათგან ერთ-ერთი კობა მენაბდიშვილია, რომელიც ძებნის გამოცხადების შემდეგ იუსტიციის სახლშიც მომივიდა ქონებები გადააფორმა და საკუთარი წილები დათმო. ანგარიშსწორება გიორგიო ტატუაშვილზე ნოემბრის თვეში მოხდა. ყოფილი მერი ამტკიცებს, რომ მისი მისამართით ხუთჯერ ისროლეს და მისი მოკვლა სცადეს.
უცნობია, დაარღვევენ თუ არა დაკავებულები დუმილს. თავად გიორგი ტატუაშვილი ამბობს, რომ დაზარალებულის სტატუსით მას სასამართლოს წინაშე დღეს პირველად გამოკითხავენ.
რა დგინდებოდა "პირველების" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით:
- საჯარო რეესტრის ამონაწერებით, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, ირკვეოდა, რომ კობა მენაბდიშვილი, პირი, რომელიც ძებნაზე იყო გადაცემული და რომელსაც დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმა და მისი ავტომობილის დაზიანება ედება ბრალად, ასევე ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლითაც არის ბრალდებული, თბილისში საჯარო აქტებს ახორციელებს.
- მან ბოლოს ასეთი აქტი 18 მარტს ერთ-ერთ საჯარო რეესტრში, თბილისში, განახორციელა. საუბარია უფლებამონაცვლეობის აქტზე, რის შემდეგაც მან წყნეთში არსებული მიწის ნაკვეთი სხვას გადასცა.
- კიდევ ერთი დოკუმენტით, რომელიც 2023 წლის დეკემბრის თვით არის დათარიღებული, ის იმყოფებოდა თბილისში ისანში ნოტარიუსთან, სადაც მის ძმას მის მფლობელობაში არსებული შპს "მაშავერა ჰესი" დაუთმო და დირექტორობის უფლება მიანიჭა.
საბოლოოდ კობა მენაბდიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციაში მის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტზე ჩვენება მისმა ყოფილმა ცოლმა მისცა.
დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს თავს პირველ ნოემბერს დაესხნენ და რამდენჯერმე ესროლეს. ოპოზიციონერი მომხდარში "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირებს - ზურაბ ოკმელაშვილსა და კობა მენაბდიშვილს ადანაშაულებს.