ქეთი ჯავახიშვილის წამებით მკვლელობა ლილოში - სასტიკი დანაშაულის ამსახველი ფოტოები და სკანდალური ჩვენებები სასამართლოში

05.07.24 17:05
ქეთი ჯავახიშვილის წამებით მკვლელობა ლილოში - სასტიკი დანაშაულის ამსახველი ფოტოები და სკანდალური ჩვენებები სასამართლოში

ქეთი ჯავახიშვილის წამებით მკვლელობა ლილოში - დღეს სასამართლო პროცესზე ექსპერტ-კრიმინალისტები გამოიკითხნენ, რომლებმაც დეტალურად აღწერეს ის 59 ჭრილობა, რომელიც ცხედას ჰქონდა მიყენებული.

21 წლის გარდაცვლილი ქალის ოჯახი, დღეს სასამართლო დარბაზში უყურებდა ფოტოსურათებს, რომელიც სასტიკი დანაშაულის ადგილზე სამართალდამცველებმა გადაიღეს.

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გარდაცვლილის ფსიქოლოგი, რომელმაც თქვა, რომ ბრალდებული 21 წლის გოგოზე მუდმივად ძალადობდა, მათ შორის ესპანეთშიც.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა გარდაცვლილის ფსიქოლოგი, რომელმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ ბრალდებული სისტემატურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე და ეს ხორციელდებოდა, მათ შორის, ესპანეთშიც. ასევე გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები შემთხვევვის ადგილის დათვალიერების ოქმი, სადაც დეტალურად არის ასახული, თუ რა მდგომარეობაში იყო ქეთევან ჯავახიშვილის ცხედარი. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, კიდევ დამატებით ჰყავდა მოყვანილი 10-მდე მოწმე, თუმცა დაცვის მხარემ ამ ნაწილში გახადა უდაოდ და შესაბამისად, აღარ მოხდა მათი გამოკვლევა", - განაცხადა საქმის პროკურორმა.

დაკავებული პროცესზე დუმილის უფლებას იყენებდა, ის არცერთ სასამართლო სხდოამზე არ აღიარებს დანაშაულს, თუმცა დღეს მისმა ადვოკატმა "პირველებთან" თქვა, რომ ბრალდებულს არასდროს უთქვამს, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია. 

უფლებამდამველს პირდაპირ არ უთქვამს რომ ბრალდებულმა უმძმესი დანშაული ჩაიდინა, თუმცა არც ამის უარყოფა უცდია.

21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. უმძიმესი დანაშაულისთვის პოლიციამ ოთარ ცინდელიანი დააკავა, რომელიც  მოკლულის ნათლიის შვილია.

ქეთი ჯავახიშვილს  59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. 

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, კაცი, რომელმაც გამოძიების ვერსიით, 22 წლის გოგო წამებით მოკლა, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. 

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ნარკოტიკებზე დამოკიდებულად ბრალეული ოთარ ცინდელიანი არ უარყოფს, რომ როდესაც ქეთი ჯავახიშვილს 59 ჭრილობა დანით მიაყენა, ამფეტამინის  ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.