თავდასხმა გლოვოს კურიერზე - პოლიცია გაქცეულ დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს
თავდასხმა გლოვოს კურიერზე - პოლიცია გაქცეულ დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ გლოვოს კურიერს პნევმატური იარაღიდან ესროლეს. ოჯახისთვის გაუგებარია რის საფუძველზე ამტკიცებს ამას გომელაურის უწყება, რადგან ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა.
რაც შეეხება დაშავებულის ჯანმრთლეობის მდგომარეობას, "გლოვოს" დაჭრილ კურიერს ოპერაცია ამ დრომდე არ უტარდება. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ქირურგს ეძებენ, რომელიც დაზიანებული ტერფის აღდგენას შეძლებს. ახლგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ თუ ოპერაცია დროულად არ ჩატარდება, 36 წლის კაცს შესაძლოა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს.
პაციენტი თეიმურაზ სიგუა გუშინ შემოიყვანილია კლინიკაში ცეცხლნასროლი ჭრილობით ორივე წვივის და ტერფის მიდამოში. შწრილობები სისხლმდენი იყო, მოხად პირველად ქირურგიული დამუშავება, ჭრილობა გამავალია, ტყვიის არსებობა იქ არ დადასტურდა რენდგენოლგიური კვლევით. მზადება პაციენტი, წინასაოპერაციო კვლევები უტადრება. სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ უკვე შედგება რეკონსტრუქციული ოპერაცია წვივის და ტერფის მიდამოსი. კონტაქტურია, ადეკვატურია, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება არ აქვს, ნერვოლოგიური სტატუცის ნორმალურია. წევს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში და სტანდარტული დანიშნულებით მიმდინარეობს მკურნალობა, - ამბობს ექიმი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გლოვოს კურიერს თავს დაესხნენ. თემო სიგუას ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა. შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე დღის 18:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლიც გაუხსნა.