მკვლელობა ბათუმში - დაკავებული რევაზ ცეცხლაძე სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა

17.07.24 16:24
მკვლელობა ბათუმში - დაკავებული რევაზ ცეცხლაძე სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმე - დაკავებული რევაზ ცეცხლაძე სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობდა, პროკურატურა კი მის პატიმრობას ითხოვდა. პროკურორი განმარტავდა, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მით უფრო, რომ ის წარსულში ნასამართლევია.

შსს-ს ინფორმაციით, 15 ივლისს 29 წლის პირმა 27 წლის კაცი დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.