"ოცნებამ" გუშინ წინასაარჩევნო კამპანია ანტიდასავლური რიტორიკით დააანონსა - ლომჯარია

17.07.24 15:25
"ოცნებამ" გუშინ წინასაარჩევნო კამპანია ანტიდასავლური რიტორიკით დააანონსა - ლომჯარია

ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორებების სახით წარადგინა - ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ამერიკას დაწყებული აქვს საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა.

მეტიც, ლომჯარიამ, გუშინდელ "ოცნების" პარტიულ პრეზენტაციაზეც გააკეთა კომენტარი და პირდაპირ თქვა, რომ "ხელისუფლებამ წინასაარჩევნო კამპანია ანტიდასავლური რიტორიკით დააანონსა.

ევროინტეგრაცია არის შეჩერებული, ხოლო ამერიკას დაწყებული აქვს საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა და რეალურად, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ გვაქვს იმ ტიპის ურთიერთბა, რაც აქამდე გვქონია. უბრალოდ, სამწუხარო არის ის, რომ ეს ყველაფერი აისახება ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. თუმცა ეს მოცემულობა არის და ალბათ, უნდა გავიაზროთ ის, რომ გუშინ მმართველმა პარტიამ დააანონსა, გახსნა წინასაარჩევნო კამპანია ანტიდასავლური რიტორიკით და თქვა, რომ დასავლური კურსისგან გადახვევა არის მათი მიზანი ამ მოცემულობაშ", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ანტიდასავლური პოლიტიკის მიუხედავად, შტატები ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე უარს არ ამბობს. ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორებების სახით წარადგინა.