გარდაცვლილი ბაიკერის საქმე - დაკავებული სამართალდამცველი ბრალის წარდგენის მოლოდინშია

20.07.24 11:06
გარდაცვლილი ბაიკერის საქმე - დაკავებული სამართალდამცველი ბრალის წარდგენის მოლოდინშია

გარდაცვლილი 19 წლის ბაიკერის საქმე - დაკავებული სამართალდამცველი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული პოლიციელის მიერ დევნის ოპერაციის დროს დაიღუპა 19 წლის ახალგაზრდა. ამ საქმეზე ახლა გამოძიება გრძელდება. დასაშიფრია სათვალთვალო კამერები, რომელიც, სავარაუდოდ, უკვე ამოიღეს. სწორედ კამერების გაშიფვრის შემდეგ გახდება ცნობილი, ემსხვერპლა თუ არა რემი დემეტრაშვილის სიცოცხლე პოლიციის არასწორად დაგეგმილ სპეცოპეარაციას.

ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი, რევი დემეტრაშვილი გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ მოტოციკლის მძღოლს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აედევნა და მას გზა ჩაუკეტა.

ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, ერთ-ერთი, რომელმაც ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა, პოლიციამ დააკავა. შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალა გიკა მოდებაძეს აქვს გადაღებული. ვიდეოში თვითმხილველი ყვება, რომ პოლიცია ადგილზე მტკიცებულების განადგურებას ცდილობს.