პროტესტი გრძელდება -პატიმრების ოჯახის წევრების ხელისუფლებისგან საყოველთაო ამნისტიას ითხოვენ

20.07.24 15:43
პროტესტი გრძელდება -პატიმრების ოჯახის წევრების ხელისუფლებისგან საყოველთაო ამნისტიას ითხოვენ

საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პატიმრების ოჯახის წევრების პროტესტი გრძელდება. მსჯავრდებულების ახლობლები და ოჯახის წევრები ხელისუფლებისგან პატიმრებისთვის სასჯელის ერთ მეოთხედით შემცირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამნისტიის შესახებ ახალ კანონს ძალა დაეკარგება. 

1/4 ამნისტიას ვითხოვთ, რომ საყოველთაო ამნისტია ყველას შეეხოს. ჩემი, შენი პატიმარი არ არსებოსბ, პატიმარი არის ჩვენი. არ ვითხოვთ, რომ გავიღეთ ციხის კარი და ყველა გამოუშით-თქო, უბრალოდ ადამიანები ყველა ვართ, ყველა ვუშვებთ შეცდომებს და გვინდა შეღავათი 1/4 მაინც მივცეთ პატიმრებს", - ამბობს პატიმრის ოჯახის წევრი.

საყოველთაო ამნისტიის  მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს შორის არიან ისეთებიც, რომელთა ოჯახის წევრები ციხეში მძიმე დაავადებით, კონკრეტულად კი სიმსივნით იმყოფებიან.

მათი თქმით, აუცილებელია რომ ამნისტია ასეთ პატიმრებზე გავრცელდეს, რათა მათ სიცოცხლის ბოლო დღები მაინც გაატარონ საკუთარ ოჯახთან ერთად.

ჩემს მეუღლეს აქვს სიმსივნე. გადის მკურნალობას გლდანის მე-18 დაწესებულებაში, თუმცა ეს მკურნალობა არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. ვერ ვიტყვი იმას, რომ ჩემს მეუღლეს სატანადო მკურნალობას აქცევენ. პირიქით, ის ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც უკეთდებოდა, როგორც ის მეუბნებოდა, დოზა შეუმცირეს. არანაირად არ უწყობენ ხელს კვებითაც კი. როგორ შეიძლება ხალხო, რომ სიმსივნით დაავადებულ ადამიანს აჭამო შებოლილი ძეხვი. მომცეით ჩემი მომაკვდავი მეუღლსი ნახვის საშუალება. ის არ არის გამოსავალი, რომ მეუბენბიან, რომ მოკვდება, გაგატანთ და მერე ნახავო.. არა მე ჩემს მეუღლეს ცოცხალს ვითხოვ", - ამბობს პატიმრის მეუღლე. 

გავრცელდება თუ არა ოცნების მოფიქრებულიი ამნისტიის კანონი უვადო პატიმრებზე? - ცნობისთვის, სახალხო დამცველმა პარლამენტს სამ პუნქტიანი რეკომენდაციით მიმართა. ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ამ საკითხზე უნდა იმუშაოს და უნდა დარჩეს ჰუმანური აქტის გავრცელების შესაძლებლობა სიცოცხლის ბოლომდე პატიმრობაში გაშვებულ ადამიანებზეც. გარდა ამისა, ომბუდსმენის მოსაზრებით, საჭიროა, პარლამენტი სიფრთხილით მოეკიდოს ოჯახური ძალადობისთვის გასამართლებული ადამიანების გათავისუფლებას, რათა დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის რისკები მინიმუმადე იყოს დაყვანილი.