ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუს-ი - ნადიმ ხმალაძე

20.07.24 16:10
ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუს-ი - ნადიმ ხმალაძე

უკრაინაში მებრძოლ და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე, ნადიმ ხმალაძეს სუს-ში გამოკითხვაზე იბარებენ.

როგორც ხმალაძე სოციალურ ქსელში წერს,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იბარებს.

"მე, ნადიმ ხმალაძეს, ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუსი",- წერს ხმალაძე.

შეგახსენებთ, რომ მანამდე იმავე მუხლით თბილისის საქალაქო სასამართლოში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლაშა ჭიღლაძეც გამოკითხეს.