ბაიდენი ყველაზე ცუდი პრეზიდენტია ჩემი ცხოვრების განმავლობაში, კამალა ჰარისი კი მასთან ერთად იყო ყოველ ნაბიჯზე - ვანსი

22.07.24 10:45
ბაიდენი ყველაზე ცუდი პრეზიდენტია ჩემი ცხოვრების განმავლობაში, კამალა ჰარისი კი მასთან ერთად იყო ყოველ ნაბიჯზე - ვანსი

"ჯო ბაიდენი გახლდათ ყველაზე ცუდი პრეზიდენტი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და კამალა ჰარისი მასთან ერთად იყო ყოველ ნაბიჯზე" - ასე ეხმაურება ჯეიმს დევიდ ვანსი, რომელიც დონალდ ტრამპმა, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა ბაიდენის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატურის მოხსნას.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მან ხელი მოაწერა ბაიდენის ღია საზღვრების გადაწყვეტილებას და მწვანე თაღლითობის პოლიტიკას, რამაც გაზარდა საცხოვრებლისა და საკვები პროდუქტების ღირებულება. მას ეკუთვნის ყველა ეს წარუმატებლობა. ის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ცრუობდა ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ – ტვირთად აწვებოდა ერს პრეზიდენტით, რომელსაც მოვალეობის შესრულება არ შეეძლო. პრეზიდენტი ტრამპი და მე მზად ვართ, გადავარჩინოთ ამერიკა, ვინც არ უნდა იყოს დემოკრატების პირველ ადგილზე", - აცხადებს ჯეიმს დევიდ ვანსი.

ჯეი დი ვანსი, რომელიც წლების წინ დონალდ ტრამპს მწვავედ აკრიტიკებდა და „ამერიკის ჰიტლერს” უწოდებდა, დღეს მისი ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერია.

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალური მედიით გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნულის შესახებ იტყობინება.