"სრული ბოდვაა" - ბესო ბენდელიანი გამოკითხვაზე მივიდა

25.07.24 11:39
"სრული ბოდვაა" - ბესო ბენდელიანი გამოკითხვაზე მივიდა

"სრული ბოდვაა" - ასე აფასებს ომის ვეტერანი ბესო ბენდელიანი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიების დაწყებას და უკრაინაში მებრძოლი ათამდე მებრძოლის გამოკითხვაზე დაბარებას. 

ბესო ბენდელიანი მიმდინარე პროცესებს "სასაცილოს" უწოდებს და აცხადებს, რომ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალებისა და ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის საქმეზე ვეტერანების გამოკითხვაზე დაბარება წინასწარ დაგეგმილი კამპანიაა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცების დისკრედიტაციას ემსახურება. 

სასაცილოა ეს ყველაფერი, რა მდგომარეობაშიც იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. რიგით მეექვსე თუ მეშვიდე საქმე არის აღძრული ანალოგიური მუხლებით და ბუნებაში არავის არაფერი არ გამოუკვლევია და გამოძიება არ ჩატარებულა. ეს, როგორც ჩანს, მათ მიერ წინასწარ დაგეგმილი თემაა. ყოველგვარ ნდობას მოკლებულ და დაკარგულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულ ბოდვას", - ამბობს ბესო ბენდელიანი.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყებაში ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 
  • ამასთან, ბოლო რამდენიმე დღეა, სუს-ი უკრაინაში მებრძოლებსა და ვეტერანებს გადატრიალების მუხლით გამოკითხვაზე იბარებს.
  • სუს-ის ოფიციალური განცხადების გავრცელებიდან მალევე, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისართან სატელეფონო საუბარი გაიხსენა და თქვა, რომ ოლივერ ვარჰეიმ ის სწორედ "ტერაქტთან დაკავშირებით" გააფრთხილა.