დაკითხვების სერია სუს-ში- დაკითხვაზე ამჯერად ბიზნესმენი იმედა იმედაშვილი დაიბარეს

25.07.24 15:35
დაკითხვების სერია სუს-ში-  დაკითხვაზე ამჯერად ბიზნესმენი იმედა იმედაშვილი დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბიძინა ივანიშვილზე სავარაუდო თავდასხმის მომზადებისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოსაკითხად კიდევ ერთი ბიზნესმენი, იმედა იმედაშვილი მივიდა.

იმედა იმედაშვილმა "პირველების" კითხვებს არ უპასუხა. ის დაცვასთან ერთად მოძრაობდა, რომელიც ჟურნალისტებს გადაადგილების საშუალებას უზღუდავდა.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყებაში ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 
  • ამასთან, ბოლო რამდენიმე დღეა, სუს-ი უკრაინაში მებრძოლებსა და ვეტერანებს გადატრიალების მუხლით გამოკითხვაზე იბარებს.
  • სუს-ის ოფიციალური განცხადების გავრცელებიდან მალევე, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისართან სატელეფონო საუბარი გაიხსენა და თქვა, რომ ოლივერ ვარჰეიმ ის სწორედ "ტერაქტთან დაკავშირებით" გააფრთხილა.