რა ვითარებაში მოხდა სვანეთში ახალგაზრდების გაუჩინარება - ახალი დეტალები
რატომ არ ერთვება დაკარგული ახალგაზრდების ძებნის ოპერაციაში სამაშველო ვერტმფრენი? - უკვე მეხუთე დღეა სვანეთის ტყეში გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს ეძებენ. ოჯახი შველას და სამძებრო სამუშაოებში ავიაციის ჩართვას ითხოვს , თუმცა ვერტმფრენი სვანეთში ამ დრომდე არ გამოჩენილა. არადა შს სამინისტროს უკვე ჰყავს სამაშველო ოპერაციისთვის საჭირო ახალი, ფრანგული ვერტმფრენი, რომელიც როგორც თავად ამტკიცებდნენ სამაშველო სამსახურის უკვე გადასცეს.
საგანგებო სამსახურმა განცხადება მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა და ყველაფერი ცუდ ამინდს დააბრალა.
მეტეოროლოგიური პირობების გამო სასაზღვრო ვერტმფრენმა ვერ შეძლო სამაშველო ოპერაციაზე გასვლა. საერთოდ რა შუაშია სასაზღვრო ვერტმფრენი, როცა შარშან შევიძინეთ სამაშველო ვერტმფრენი? ვერტმფრენები, რომელშიც მილიონობით ლარია გადახდილი სახელმწიფოსგან, თურმე ისეთ ამინდში ვერ ახერხებს სამაშველო ოპერაციაზე წასვლას. არც ჭექა-ქუხილია, არც ისეთი ქარია. 365 დღიდან ნახევარი ცუდი ამინდია და რას ნიშნავს ეს არ უნდა გავიდნენ? ეს ხომ სისტემური პრობლემაა. მაშველებიც დადიან, მაგრამ არის სიტუაციები, სადაც ადამიანური რესურსი ვერაფერს შვება, თუ იქ ტექნოლოგია არ ჩაერთო", - ამბობს დაკარგულის ახლობელი.
ახლობლების ინფორმაციით, ახალგარდები 21 ივლისს გავიდნენ სახლიდან, 23 ივლისს ოჯახს შეატყობინეს, რომ დაიკარგნენ, ამის შემდეგ კი ისინი კონტაქტზე აღარ გამოსულან. გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანის კვალი ლასილის უღელტეხილზე ქრება