პრეზიდენტი ძიუდოისტ გიორგი სარდალაშვილს მეოთხედფინალში გადასვლას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ძიუდოისტ გიორგი სარდალაშვილს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მეოთხედფინალში გადასვლას ულოცავს.
პრეზიდენტი მილოცვის ვიდეოს სოციალურ ქსელ "Facebook"-ზე აქვეყნებს და ძიუდოისტს მრავალ წარმატებას უსურვებს.
ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალშია - მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა (60კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა.
21 წლის ქართველმა სპორტსმენმა ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს სძლია.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.
ძიუდოისტთა ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება. 3 აგვისტოს კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს.