სისხლიანი ანგარიშსწორება ატენში - ვინ არის სპეცრაზმელის მიერ სასტიკად ნაცემი პირი?
ვინ არის სპეცრაზმელის მიერ სასტიკად ნაცემი პირი? - "პირველების" ინფორმაციით, დიმიტრი რევაზაშვილის თავდასხმის მსხვერპლი ციხეების ყოფილი შეფისა და ინტერპოლის მოქმედი თანამშრომლის ძმა, რევაზ მიხანაშვილი გახდა.
ზვიად მიხანაშვილის ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ანგარიშსწორების მსხვერპლი რევაზ მიხანაშვილი ამ დროისთვის სამხედრო ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
დაპირისპირება ატენში - "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, დიმიტრი რევაზაშვილია, რომელიც თანასოფლელს სასტიკად გაუსწორდა.
თუ რა გახდა ანგარიშსწორების მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ჩხუბში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი ჯგუფურად მონაწილეობდა.
როგორც მეზობლები "პირველებს" ეუბნებიან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზვიად ხარაზიშვილის გარემოცვის წარმომადგენელმა თანასოფლელი ცემა.
ადგილობრივების თქმით, დიმიტრი რევაზაშვილი ყოველი ქეიფის შემდეგ ახალგაზრდებს ავიწროებდა და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.