საჭიროა, რომ კულტურის სფერომ აჩვენოს ერთობა, რომლითაც როგორც პოლიტიკურ პროცესებს, ასევე ერთმანეთს გავაძლიერებთ - რიაბოშენკო

02.08.24 21:56
საჭიროა, რომ კულტურის სფერომ აჩვენოს ერთობა, რომლითაც როგორც პოლიტიკურ პროცესებს, ასევე ერთმანეთს გავაძლიერებთ - რიაბოშენკო

არტ მენეჯერი და კურატორი, ანა რიაბოშენკო "დღის ამბების" ეთერში პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებში კულტურის სფეროს მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კულტურა იმ ფასეულობათა ერთობლიობაა, რომლითაც ყალიბდება იდენტობა, ეროვნულობა და მომავალი.

"შემოქმედებითი საქართველოს" ყოფილი ხელმძღვანელი ახალი მოძრაობა "კულტურა დემოკრატიისთვის" ჩამოყალიბებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებას მიესალმება, რადგან მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება როგორც პოლიტიკურ პროცესებს, ასევე ქართველ საზოგადოებას გააძლიერებს.

დღევანდელი არჩევნები არის, ფაქტობრივად, რეფერენდუმი. ჩვენ ვირჩევთ ან ამ ქვეყნის მომავალს, ან საერთოდ არ გვექნება მომავალი და ეს, პირველ რიგში, აისახება კულტურაზე. კულტურის ხალხი საზოგადოებაში დიდ ნდობას იწვევს და აჩენს კითხვებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი და იქ ტყუილს რეალურად ადგილი არ აქვს. კულტურა ხომ არ არის გამრთობი ფუნქცია, კულტურა არის იმ ფასეულობათა კრებული, რომელიც ქმნის ჩვენს იდენტობას, ეროვნულობას, მომავალს. განათლების და კულტურის გარეშე ვერც ერთი თავმოყვარე საზოგადოება ვერ იარსებეს. დღევანდელი ტენდენცია არის ის, რომ არა მხოლოდ კულტურის, არამედ მთლიანად საქართველოს გადაყვანა მომსახურე სერვისის პროცესებში. ახლა არის იმის დრო, რომ ვდგავართ კრიზისულ ვითარებაში და მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორც სექტორმა, ვაჩვენოთ ერთობა და დავაყენოთ ის მოთხოვნა, რომელიც მნიშვნელოვანია. ამით არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესს გავაძლიერებთ, არამედ ერთმანეთს გავაძლიერებთ და ამით შევძლებთ რეალურ ცვლილებებს", - ამბობს ანა რიაბოშენკო.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან - ახლი მოძრაობა "კულტურა
დემოკრატიისთვის" დეკლარაციაზე მუშაობს, რომელიც ქვეყანაში სფეროს ფუნდამენტურ რეფორმას ითვალისწინებს.

მოძრაობის წევრები დოკუმენტს, როგორც კულტურის სფეროს სახელმძღვანელოს, ყველა ევროპულ, პოლიტიკურ და სამოქალაქო ერთობას წარუდგენენ. 

ხელოვანები ამბობენ, რომ ის, რაც ამ სფეროში ხდება, საქართველოს დემოკრატიას საფრთხეში აყენებს და სფეროს კრიზისში აგდებს. 

მსგავსი სიახლეები