ან ვერ აზროვნებ ამას რომ აკეთებ, უცოდინარი ხარ, ან ბოროტი - გოდოლაძე ვაშლიჯვარზე
ადამიანი ან ვერ აზროვნებ ამას რომ აკეთებ, ან უცოდინარი ხარ, ან ბოროტი - ეს კომენტარი დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თეა გოდოლაძემ ვაშლიჯვრში ნაპრალების გაჩენასთან დაკავშირებით გააკეთა.
სპეციალისტმა მთის ფერდის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ ადგილზე ამ მასშტაბის მშენებლობა არ უნდა დაწყებულიყო. (ვაშლიჯვარში, სადაც მიწა გასკდა, გამსკდარი მიწის ადგილას 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა).
გეოლოგის თქმით, ყველა პუნქტში დარღვევას აწყდებიან, მათ შორის სამშენებლო ნებართვის გაცემის კუთხითაც.
სპეციალისტის ინფორმაციით, გეოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ აღნიშნული ტერიტორია ღვარცოფული და არამდგრადია, თუმცა მშენებლობის ნებართვა, მაინც გაიცა.
ადამიანი ან ვერ აზროვნებ ამას რომ აკეთებ, ან უცოდინარი ხარ საერთოდ, ან ბოროტი ხარ. ორი ვარიანტია, ეს არ უნდა გააკეთო ამით საფრთხეს უქმნი ადამიანებს, ეს არის ის, რომ ერთი კორპუსი შენდება, მთლიანად უბანია განაშენიანებული, რაც არის მნიშვნელოვანი აქ ნებართვა გაცემულია მოქმედი ხევის. ყველა პუნქტში დარღვევა არის სამშენებლო ნებართვის გაცემის კუთხით. თუ ნახავთ გეოლოგიურ დასკვნას იქ წერია, ღვარცოფულიაო, საშიშიაო, არამდგრადი გრუნტიაო. - განაცხადა თეა გოგოლაძემ
ვაშლიჯვრის ტერირტორიაზე, სადაც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია 16 სართულიან კორპუსს აშენებდა, ნაპრალები გაჩნდა. მოსახლეობის მტკიცებით, მთის ფერდზე მეწყრული პროცესები მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე სამშენებლო კომპანიის მძიმე ტექნიკა გამოჩნდა და ინტენსიური სამუშაოები დაიწყო.
რამდენიმე წუთის წინ ვაშლიჯვრის ფერდზე გეოლოგების სპეციალური ჯგუფი გამოჩნდა - გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ტერიტორიაზე, სადაც მთის ფერდი იშლება ვითარებას სწავლობენ.
''გარემოს ეროვნული სააგნეტოს'' თანამშრომელი მედიასთან ამბობს, რომ ადგილზე ლოკალიზებული პროცესი დახვდათ და საფრთხეს მხოლოდ მშენებარე ობიექტს უქმნის და არა მიმდებარე შენობა-ნაგებობებს, სამშენებლო კომპაია უნდა დაელოდოს დასკვნას. რაც შეეხება მიმდინარე შენობა-ნაგებობს, როგოც სააგენტოს წარმომადგენელმა თქვა, მათ საფრთე არ ემუქრებათ.