რეკომენდაციაა, რომ გამოიყენოთ პირბადე როგორც გარე, ისე დახურულ სივრცეში - საკოორდინაციო საბჭო

03.08.21 11:45
რეკომენდაციაა, რომ გამოიყენოთ პირბადე როგორც გარე, ისე დახურულ სივრცეში  -  საკოორდინაციო საბჭო

საბჭო რეკომენდაციით მიმართავს მოსახლეობას, გამოიყენონ პირბადე, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საკოორდინაციო საბჭოს ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე არ უსმჯელია.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც უკვე დაწესებულია, აღსრულდეს. დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე. ასევე, მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებითპირბადე არის ერთ-ერთი მთავარი დაცვის საშუალება. ყველა მოქალაქესთან რეკომენდაცია ჯანდაცვის სექტორს აქვს, რომ პირბადის გამოყენება როგორც გარე ისე დახურულ სივრცეში არის მკაცრად რეკომენდებული", - ამბობს გაბუნია. 

დღეს კორონავირუსის  რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და დადებითობის მაჩვენებელმა 11%-ს მიაღწია.  ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4827  შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი.