საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია დადგეს ისტორიის სწორ მხარეს და რუსული კანონი არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს - გიგაური
საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია დადგეს ისტორიის სწორ მხარეს და რუსული კანონი არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტრომა, ეკა გიგაურმა "პირველებთან" განაცხადა.
გიგაურის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მორალური არჩევანი უნდა გააკეთოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, დადგეს ისტორიის სწორ მხარეს, მათ შეუძლიათ, რუსულ კანონთან მიმართებით სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, შეაჩერონ ამ კანონის აღსრულება და საერთოდ, დაადგინონ, რომ ეს კანონი არის არაკონსტიტუციური. ვფიქრობ, მათ უნდა გადაწყვიტონ დღეს უკვე, მორალური არჩევანი გააკეთონ, უნდათ თუ არა, როგორც მოსამართლეებს, ევროპა თუ რუსეთი“,- განაცხადა ეკა გიაურმა.
რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 29 აგვისტოს გაიმართება.
მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.
"პირველების" ინფორმაციით, 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.
ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს