როგორ მიიყვანა "ოცნებამ" ხალხი პარტიულ ღონისძიებაზე - მესამე სექტორი ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე საუბრობს

22.08.24 14:03
როგორ მიიყვანა "ოცნებამ" ხალხი პარტიულ ღონისძიებაზე - მესამე სექტორი ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე საუბრობს

როგორ მიიყვანა ივანიშვილის პარტიამ ხალხი პარტიულ ღონისძიებაზე - მოქალაქეები "პირველებს" ეუბნებიან, რომ მთავრობასთან შესახვედრად მიდიოდნენ, საბოლოოდ კი საარჩევნო კამპანიის შუაგულში აღმოჩდნენ.

მესამე სექტორი ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე საუბრობს.

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე ამბობს, რომ მმართველი გუნიი მსგავსი პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდეს, რადგან ასე სხვები არათანაბარ პირობებში ექცევიან.

გავლენიან ორგანიზაციებში საჯარო მოხელეებს შეახსენებენ, რომ მათზე იძულების განხორციელება არავის შეუძლია. 

სამწუხაროდ, საქართველოში განგრძობით პრობლემას წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მმართველი პარტიების მხრიდან და ეს არაერთხელ გვინახავს საარჩევნო პერიოდში. ეს არის პრობლემური, რადგან ეს ხელს აძლევს მხოლოდ ერთ პარტიას, რომელიც არის მმართველი პარტია და ამის შესაძლებლობა არ აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მმართველ პარტიას. ხშირად იძულებულის წესით ხდებიან ასეთი შეხვედრის მონაწილეები. ამიტომ მნიოშვნელოვანია, ყველა საჯარო მოხელემ, თუ იმ ადამიანმა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, იცოდეს, რომ ისინი ემსხურებიან ქვეყანას და მათ არ აქვთ ვალდებულება კონკრეტულ პოლიტიკური პარტიის ღონისძიებაზე წავიდნენ თუ ეს არ სურთ", - ამბობს დოლიძე.

"ქართულმა ოცნებამ" მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სკოლის მასწავლებლები, ბაგა ბაღების პედაგოგები და სიპებსა და აიპებში დასაქმებული საჯარო მოხელეები მოაბილიზა.

მცხეთაში, "პირველების" მიერ ჩაწერილ რესპონდენტებს არ დაუმალავთ, რომ პარტიულ ღონისძიებაზე მისვლა  მათი დავალება იყო. ხალხმა დაშლა დათქმულზე ადრე დაიწყო და ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსავლსაც კი აღარ დაელოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები