“ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“ - მაკრონი დუროვის დაკავებაზე
Telegram-ის მფლობელის დაკავება საფრანგეთის ტერიტორიაზე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა. ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“- ამ სიტყვებით გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პაველ დუროვის დაკავებას.
“გადაწყვეტილება მოსამართლეებმა უნდა მიიღონ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
24 აგვისტოს, საღამოს, პარიზის შემოგარენში, ბურჟეს აეროპორტში აპლიკაცია "ტელეგრამის" აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი დააკავეს.
პლატფორმა „ტელეგრამმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს და კომპანიის საქმიანობა ევროკავშირის კანონმდებობას შეესაბამება.